თურქეთის პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მაშტაბით მოუწოდებს, სახლებში დარჩნენ და გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდნენ, თუ პროდუქტების შეძენა ან ექიმთან ვიზიტი სურთ.

ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ქვეყანაში 92 ადამიანი გარდაიცვალა.

პრეზიდენტის განცხადებით, შეჩერდება ყველა საერთაშორისო ფრენა და შეიქმნება პანდემიასთან ბრძოლის საბჭო.