თურქეთის პრეზიდენტი ლიბიის დროებით პრემიერ-მინისტრს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი ლიბიის დროებით პრემიერ-მინისტრს შეხვდა

​თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბიის დროებით პრემიერ-მინისტრ აბდულ ჰამიდ დბეიბესთან სტამბოლში შეხვედრა გამართა.

თურქული მედიის ცნობით, მხარეთა შორის შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა და საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, მხარეთა შორის უკვე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა შედგა, რომელიც აგრეთვე დახურული იყო მედიისთვის.