თურქეთის პრეზიდენტი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შესაძლოა, შეწყდეს
თურქეთის პრეზიდენტი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შესაძლოა, შეწყდეს

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შესაძლოა, შეწყდეს, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. ამის მიზეზად თურქეთი ლიდერმა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების მუქარა დაასახელა.

„ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს 1959 წლიდან აწესებს, მაგრამ ყურადღების გადატანას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებით ცდილობდა. ეს დაპირება არ შესრულდა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თურქეთი დღეს თქვენთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უზის, მაგრამ ეს მაგიდა ჩვენზე არ არის მობმული. ერთხელაც მოლაპარაკება შეიძლება შეწყდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ევროკავშირმა თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ახლა ეს პროცესი შეჩერებულია. ამის მიზეზად თურქეთსა და კვიპროსს შორის არსებული ტერიტორიული დავა სახელდება.