თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დამატებით 80 მილიარდი კუბური მეტრის რეზერვი აღმოაჩინეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დამატებით 80 მილიარდი კუბური მეტრის რეზერვი აღმოაჩინა.
თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა იმ გემის მონახულებისას განაცხადა, რომელიც კვლევით სამუშაოებს შავის ზღვის თურქეთის ნაწილში ატარებს.
„ამ წლის 21 აგვისტოს შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრის აირის აღმოჩენის შესახებ თუ განვაცხადეთ, ბოლო გამოკვლევებმა ამ რეზერვის მოცულობა 85 მილიარდით კიდევ გაზარდა. ანუ ახლა 405 მილიარდ კუბურ მეტრზეა საუბარი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანია, ამ აირის დამუშავება უკვე 2023 წლისთვის დაიწყოს.