თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღიაა „თალიბანთან“ თანამშრომლობისთვის და მიესალმება თალიბების მიერ გაკეთებულ ზომიერ განცხადებებს
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღიაა „თალიბანთან“ თანამშრომლობისთვის და მიესალმება თალიბების მიერ გაკეთებულ ზომიერ განცხადებებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ღიაა „თალიბანთან“ თანამშრომლობისთვის და მიესალმება თალიბების მიერ გაკეთებულ ზომიერ განცხადებებს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ადმინისტრაციაში. ჩვენი ერთგულება და ძმობა გვიბიძგებს, რომ ავღანეთის გვერდით ვიდგეთ, ცუდ და კარგ დროს. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ შეგვიძლია, მივიღოთ თალიბანის ლიდერები. ამ პოზიციას დღესაც ვინარჩუნებთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, სადაც ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.

ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ავღანეთში იმყოფებიან, გააგრძელებენ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვას.

„თურქი ჯარისკაცები ავღანეთში არასდროს ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს. ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობა ავღანეთში გააძლიერებს ახალ ადმინისტრაციას საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს აეროპორტის მუშაობს. ჩვენ ვიმოქმედებთ ახალი რეალობის გათვალისწინებით“, – განაცხადა ერდოღანმა.