თურქეთის პრეზიდენტი 5 თებერვალს ვატიკანში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი 5 თებერვალს ვატიკანში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 5 თებერვალს რომის პაპის მიწვევით ვატიკანში ჩავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი და პაპი ფრანცისკე იერუსალიმის საკითხზე ისაუბრებენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი მადლობას გადაუხდის რომის პაპს, ამერიკის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.

ეს ბოლო 59 წლის განმავლობაში ვატიკანში თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

ვატიკანში ვიზიტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში გეგმავს ჩასვლას.