თურქეთის პარლამენტში რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა [ვიდეო]

თურქეთის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც „როიტერის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ჩხუბში ათობით კანონმდებელი მონაწილეობდა. ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრმა, ენგინ ოზქოჩმა პრეზიდენტი სირიის იდლიბის რეგიონში მოკლული თურქი სამხედროების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ამას გარდა, მან რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხისმგბელობაში დასდო ბრალი კონფლიქტის ზონაში სამხედრო დანაყოფების ავიაციის მხარდაჭერის გარეშე გაგზავნის გამო.

ოპოზიციონერი კანონმდებლის განცხადებები დაგმო პარლამენტის სპიკერმა, მუსტაფა სენთოპმა.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ანკარის პროკურატურამ პრეზიდენტის შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება დაიწყო.