თურქეთის პარლამენტში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთის პარლამენტში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთის პარლამენტში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „დეილი საბაჰი“ თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერზე, მუსტაფა სენტოპზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ამჟამად ხუთი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, ოთხი – ჰოსპიტალიზებულია.

ამასთან, კორონავირუსით გარდაიცვალა თურქეთის პარლამენტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც 34 წლის იყო.

თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პარლამენტში პრევენციული ზომები გამკაცრდა. კერძოდ, სავალდებულოა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

შეგახსენებთ, თურქეთში 15 მაისის შემდეგ ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში თურქეთში ვირუსი 1 703 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი.