თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა
თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა

თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.

2015 წელს მსოფლიოს 195 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმება გაერო-ს კლიმატური ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში გაფორმდა.

თურქეთი „დიდი ოცეულის“ ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება რატიფიცირებული არ ჰქონდა. გაჭიანურების მიზეზი, ანკარას პოზიცია იყო, რომელიც თვლის, რომ თურქეთი ნახშირბადის გამონაბოლქვის მხოლოდ მცირე წილზეა პასუხისმგებელი, განვითარებულ სახელმწიფოდ მიჩნევა კი, მას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს​.