თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. დოკუმენტს მხარი 276-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო წევრი, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ანალოგიური გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა მიიღო.

თურქეთის პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა.

„მივესალმები თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის კენჭისყრას ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაციის დასასრულებლად“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, ფინეთის გაწევრიანება ნატო-ს მთელ ოჯახს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის.