თურქეთის პარლამენტმა ერაყსა და სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მანდატი 2020 წლის 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა
თურქეთის პარლამენტმა ერაყსა და სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მანდატი 2020 წლის 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა

თურქეთის პარლამენტმა ერაყსა და სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მანდატი 2020 წლის 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ მიიღეს, რაც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად სამზადისი დასრულებულია.

„თურქეთის უსაფრთხოების ძალები ვერ შეეგუებიან თურქეთის საზღვართან ტერორისტებისთვის უსაფრთხო დერეფნის მოწყობას“, – განაცხადეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის მოწყობას ისახავს მიზნად. ამ ზონაში სირიელი ლტოლვილების განსახლება იგეგმება.