თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც შეიარაღებული ძალების ლიბიაში განთავსების შესაძლებლობას იძლევა
თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც შეიარაღებული ძალების ლიბიაში განთავსების შესაძლებლობას იძლევა

თურქეთის პარლამენტმა 315 ხმით 184 -ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონი, რომელიც შეიარაღებული ძალების ლიბიაში განთავსების შესაძლებლობას იძლევა.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა ეროვნული თანხმობის მთავრობამ მხარდაჭერისა და გენერალ ხალიფა ჰაფთარის იერიშების მოგერიებაში დახმარებისთვის თურქეთს გასულ თვეს მიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თურქეთში სამხედროებს გაგზავნის.

მისი თქმით, კანონპროექტი ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თურქეთი პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცება უკვე დაგმო ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა დაუყოვნებლივი რეაგირება იქონიოს ანკარის ამ ნაბიჯზე.