თურქეთის ომბუდსმენი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს
თურქეთის ომბუდსმენი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს

თურქეთის ომბუდსმენმა, შერეფ მალქოჩმა ანკარაში უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებთან შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან – ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს.

მალქოჩმა აღნიშნა, რომ მან ერდოღანს სთხოვა, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას.

„თუ მოვახერხებთ უკრაინაში დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების გაცვლას, ეს ომბუდსმენების შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება”, – განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა.