გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შტეფან კუნცი თურქეთის ნაკრების დამრიგებლად დანიშნეს, – ამის შესახებ დაწერა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა.
თურქეთის ნაკრების წინა მწვრთნელი შენიოლ გიუნეში პოსტიდან დაითხოვეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნიდერლანდებთან 1:6 მარცხის შემდეგ.
ამ მომენტისთვის, თურქეთის ნაკრები თავის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზეა – ის ორ-ორი ქულით ჩამორჩება ნორვეგიასა და ნიდერლანდებს.
შტეფან კუნცმა წელს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ამ პოსტზე კანდიდატად ასევე განიხილებოდა უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო.