თურქეთის ნაკრების მცველი ავტოკატასტროფაში დაიღუპა #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების მცველი ავტოკატასტროფაში დაიღუპა #1TVSPORT

თურქული „ქონიასფორისა“ და თურქეთის ნაკრების მცველი აჰმეთ ჩალიქი ავტოკატასტროფისას დაიღუპა, – ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Sozcu იტყობინება.

ავტოავარია თურქეთის დროით დილის ცხრა საათზე მოხდა. 27 წლის ფეხბურთელმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ტრასიდან გადავარდა. მიღებული ტრავმებისგან ჩალიქი გარდაიცვალა. თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. იტყობინებიან, რომ მანქანაში ფეხბურთელი მარტო იმყოფებოდა.

„ქონიასფორში“ აჰმეთ ჩალიქი 2020 წლის ოქტომბერში „გალათასარაიდან“ გადავიდა. მის ანგარიშზე თურქეთის ნაკრებში რვა მატჩი და ერთი გოლი იყო.