„თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ კვიპროსელი თურქების ბედი არჩევნებში დაბალი აქტივობით ვერ იქნება განსაზღვრული
„თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ კვიპროსელი თურქების ბედი არჩევნებში დაბალი აქტივობით ვერ იქნება განსაზღვრული

„თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ (MHP) ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი ჩრდილოეთ კვიპროსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ კუნძულის ჩრდილოეთი თურქეთს უნდა შეუერთდეს.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში არჩევნებში ძალიან დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

„კვიპროსელი თურქების ბედი ამ აქტივობით ვერ იქნება განსაზღვრული. მაშინაც კი, თუ არჩევნების შედეგები საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პარლამენტი სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს, არჩევნების შედეგები მიუღებლად გამოაცხადოს და თურქეთის რესპუბლიკასთან შეერთებას მისცეს ხმა“, – განაცხადა დევლეთ ბაჰჩელიმ.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ერსინ თათარი „თურქეთის რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ტუფან ერჰურმანმა ხმათა 63%-ით დაამარცხა.