თურქეთის მთავრობამ სტამბოლის შემოგარენში უზარმაზარი არხის განვითარების გეგმა დაამტკიცა
თურქეთის მთავრობამ სტამბოლის შემოგარენში უზარმაზარი არხის განვითარების გეგმა დაამტკიცა

თურქეთის მთავრობამ სტამბოლის შემოგარენში უზარმაზარი არხის განვითარების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, გეგმის მიხედვით, სტამბოლში იგეგმება 45-კილომეტრიანი არხის გაჭრა, რომელიც შავ ზღვას და მარმარილოს ზღვას დააკავშირებს. პროექტის ღირებულება ცხრა მილიარდი დოლარია.

მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ გზით ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილება უფრო იოლი და კომფორტული გახდება.

თურქეთის ხელისუფლების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სტამბოლის არხის პროექტი ზედმეტად ხარჯიანია და ეკოლოგიას დიდ ზიანს აყენებს. ეკოაქტივისტების თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში სტამბოლის მტკნარი წყლის რესურსები შესაძლოა, დაბინძურდეს.

პროექტის რეალიზაციის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუც არის.