თურქეთის მთავრობა - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას მივესალმებით
თურქეთის მთავრობა - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას მივესალმებით

თურქეთის მთავრობა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას მიესალმება, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო უწყებას სჯერა, რომ არჩევნების შედეგები თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„მივესალმებით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები სარგებლის მომტანი იქნება ქართველი ხალხისთვის. გვჯერა, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.