თურქეთის მმართველი პარტია სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
თურქეთის მმართველი პარტია სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

თურქეთის მმართველმა პარტიამ უზენაეს საარჩევნო საბჭოს სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმების აპელაციით მიმართა.

„სამართლიანობის და განვითარების“ პარტიაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ შედეგების ირგვლივ არსებული ეჭვების გაფანტვა ვერ შეძლო და პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო საბჭოს შეუძლია.

არაოფიციალური მონაცემებით, სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ეკრემ იმამოღლუმ ხმების 48.79 პროცენტი აიღო, მმართველი პარტიის კანდიდატს, ბინალი ილდირიმს კი, 48.51 პროცენტი აქვს. თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა.

დატოვე კომენტარი