თურქეთის მმართველი პარტია საარჩევნო კომისიას სტამბოლში მერის არჩევნების განმეორებით გამართვის მოთხოვნით მიმართავს
თურქეთის მმართველი პარტია საარჩევნო კომისიას სტამბოლში მერის არჩევნების განმეორებით გამართვის მოთხოვნით მიმართავს

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია საარჩევნო კომისიას სტამბოლში მერის არჩევნების განმეორებით გამართვის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალი იჰსან იავუზმა განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არჩევნების ხელახალი ჩატარების მიზეზი ის მრავალრიცხოვანი დარღვევებია, რომელიც 31 მარტს სტამბოლში, საარჩევნო პროცესზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგებით, სტამბოლის მერის არჩევნები ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ მოიგო. მან მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს ხმათა 0.28 პროცენტით გაუსწრო.

„სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ საარჩევნო კომისიას ხმების გადათვლის მოთხოვნით, არჩევნების მეორე დღიდანვე მიმართა.