თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გააგრძელებენ მცდელობებს ვაჭრობის გაზრდისა და ურთიერთობების განვითარებისთვის
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გააგრძელებენ მცდელობებს ვაჭრობის გაზრდისა და ურთიერთობების განვითარებისთვის

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

„პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მცდელობებს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და მრავალ სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა გრძელდება. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ ეფექტიანობას“, – ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.