თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წელს თურქეთის საფეხბურთო ნაკრები სომხეთში ჩავა და შესაძლოა, ერევანს მთავრობის წევრებიც ესტუმრონ
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წელს თურქეთის საფეხბურთო ნაკრები სომხეთში ჩავა და შესაძლოა, ერევანს მთავრობის წევრებიც ესტუმრონ

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წელს თურქეთის საფეხბურთო ნაკრები სომხეთში ჩავა და შესაძლოა, ერევანს თურქეთის მთავრობის წევრებიც ესტუმრონ. ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკიფ ჩაღათაი კილიჩმა განაცხადა.

„სომხეთსა და თურქეთს შორის საფეხბურთო მატჩები 25 მარტს სომხეთში, ხოლო სექტემბერში თურქეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრები წავა იქ, შეიძლება ჩვენც. ნორმალიზაციის პროცესი კარგად მიდის. აუცილებელია პროვოკაციების გარეშე სიარული“, – განაცხადა აკიფ ჩაღათაი კილიჩმა.

პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მზადყოფნა გამოთქვა სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.