თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სტამბოლში ტერორისტული ორგანიზაციის 11 წევრი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სტამბოლში ტერორისტული ორგანიზაციის 11 წევრი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სტამბოლში ტერორისტული ორგანიზაციის 11 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

მათი ცნობით, ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფებმა სტამბოლის 10 უბანში 11 სახლში ჩაატარეს სპეცოპერაცია.

შედეგად დაკავებული 11 ბრალდებული. სამართალდამცავების ცნობით, ამოღებულია დოკუმენტაცია და სხვა მტკიცებულებები. გავრცელებული ცნობით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.