თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქურთმა მებრძოლებმა ქალაქ კიზილტეპეს ცეცხლი გაუხსნეს

17:29, 15.10.2019

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქურთმა მებრძოლებმა ქალაქ კიზილტეპეს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ორი ადამიანი. კიდევ 12 დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაიყვანილები.

შეგახსნებთ, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე თურქ სამხედროებზე 700-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 18 ადამიანი და 200 დაიჭრა.

მსგავსი