თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია „ფლაივან არმენიას“ სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა

12:44, 13.01.2022

თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანიას, „ფლაივან არმენიას“ სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. სომხური ავიაკომპანია ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით იფრენს.

„ფლაივან არმენიას“ წარმომადგენლების განცხადებით, სტამბოლის მიმართულებით პირველი ფრენა 2 თებერვალს არის დაგეგმილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა „ფლაივან არმენიას“ და თურქულ ავიაკომპანია „პეგასუსს“ ერევან-სტამბოლის მიმართულებით არარეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.

მსგავსი