თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთში გადასვლის მცდელობის დროს 220 მიგრანტი დააკავა
თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთში გადასვლის მცდელობის დროს 220 მიგრანტი დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთში გადასვლის მცდელობის დროს 220 მიგრანტი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, არალეგალი მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ხმელთაშორის ზღვის გავლით ცდილობდნენ. ისინი თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე უნდა გადასულიყვნენ, თუმცა ჩანაქკალეს პროვინციის სანაპირო დაცვამ მიგრანტები ხმელთაშუა ზღვაში დააკავა და უკან დააბრუნა.

„როიტერის“ ცნობით, მაშველებს ყველა მიგრანტის სანაპიროზე გადასაყვანად ხუთი ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ.

ხმელთაშუა ზღვა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წასული მიგრანტებისთვის ევროპაში მოსახვედრი გზაა.

ყველაზე დიდი ნაკადი მიგრანტთა მასშტაბური კრიზისის დროს, 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვის საშუალებით ევროპას მილიონამდე არალეგალი მიადგა. მას შემდეგ მიგრანტთა ნაკადი შემცირდა, თუმცა ახალი ცხოვრების დაწყების მიზნით სახიფათო მარშტურს დღემდე ასობით პირი იყენებს.

დატოვე კომენტარი