თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა
თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა

თურქეთში რუსეთის ელჩის მიმართ მუქარის გამო, თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა.

თურქეთში რუსეთის ელჩი ალექსეი ერხოვი აცხადებს, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თურქულ სოციალურ ქსელებში ანტირუსული განწყობაა.

რუსეთის დიპლომატიური მისიის პრეს-ატაშეს, ირინა კასიმოვას თქმით, ელჩის მიმართ მუქარა მხოლოდ სოციალურ ქსელებში შეინიშნება და ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე სახის მოქმედება, თუმცა რუსეთის საელჩოს თხოვნით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიის მთავრობას მოუწოდებს, თებერვლის ბოლომდე შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია და გაიყვანოს ჯარები თურქული სადამკვირვებლო პუნქტების მიმდებარე ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს.