თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 168 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 168 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 168 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის სამხედროების.

სტამბოლის პროკურატურამ ორი სამოქალაქო პირისა და 52 სამხედრო პორის დაკავების განკარგულება გასცა, მათ შორის ორი ყოფილი პოლკოვნიკია და ორი ყოფილი მაიორი. მათი ნაწილი უკვე დაკავებულია.

თურქეთის კონიის პროვინციაში პროკურატურამ 50 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, 36 სამხედროს და ერთი სამოქალაქო პირის დაკავების ორდერი კი გაცემულია ანკარაში.

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს. არშედგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში 77 ათასი ადამიანი დააპატიმრეს. 150 ათასამდე საჯარო მოხელე და სამხედრო მოსამსახურე კი სამსახურიდან დაითხოვეს.