თურქეთის ხელისუფლება კომენდანტის საათის გახანგრძლივებას კიდევ ოთხი დღით გეგმავს
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში კომენდანტის საათის გახანგრძლივებას კიდევ ოთხი დღით გეგმავს. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ქვეყნის 31 პროვინციაში კომენდანტის საათი 23 დან 26 აპრილამდე გახანგრძლივდება.
შეგახსნებთ, დღემდე თურქეთში კომენდანტის საათი შაბათ-კვირას იყო დაწესებული.
ქვეყნაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 86 306 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 2017. ქვეყანაში ვირუსისგან 11 976 ადამიანი გამოჯანმრთელდა.