თურქეთის ხელისუფლება ეგვიპტიდან მაღალი დონის დელეგაციას მასპინძლობს
თურქეთის ხელისუფლება ეგვიპტიდან მაღალი დონის დელეგაციას მასპინძლობს

თურქეთის ხელისუფლება ეგვიპტიდან მაღალი დონის დელეგაციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

მანამდე, ეგვიპტისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალკეულ განცხადებებში აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის ორდღიანი მოლაპარაკებები ორმხრივ ურთიერთობებსა და სხვადასხვა რეგიონულ საკითხებს შეეხებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის აღნიშნული რეგიონული ძალები მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შემცირებას ცდილობენ. მანამდე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს შორის ანკარაში გამართულ შეხვედრას, უკვე მაისში კაიროში გამართული სამიტი მოჰყვა, რომელიც 2013 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო.

დამატებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირას სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერთან მოჰამედ ბი ზაიედთან. თურქეთის რესპუბლიკას ეგვიპტესთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და საუდის არაბეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვს 2011 წელს მომხდარი „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ.

მხარეთა შორის ურთიერთობები 2019 წელს დაიძაბა, როდესაც ოფიციალურმა ანკარამ ლიბიაში გაერო-ს მიერ აღიარებულ ტრიპოლის ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ხოლო ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ოპოზიციურ ძალებს უჭერდნენ მხარს.