თურქეთის ხელისუფლება ჟურნალ „შარლი ებდოში“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნებას გმობს
თურქეთის ხელისუფლება ჟურნალ „შარლი ებდოში“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნებას გმობს

თურქეთის ხელისუფლება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნებას გმობს.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, რომ „საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ანტიმუსლიმური დღის წესრიგი უკვე შედეგებს იძლევა“.

„ვგმობთ აღნიშნული პუბლიკაციის ამაზრზენ მცდელობას, გაავრცელოს თავისი კულტურული რასიზმი და სიძულვილი“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ფაჰრეთინ ალთუნმა.

ერდოღანის კარიკატურა ჟურნალის 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. ნახატების პუბლიკაციის გამოქვეყნება საფრანგეთსა და რამდენიმე მუსლიმურ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე მოხდა.