თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიაში 27 თებერვლიდან სამხედრო ოპერაციას ატარებს
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიაში 27 თებერვლიდან სამხედრო ოპერაციას ატარებს

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიაში 27 თებერვლიდან ატარებს სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით „გაზაფხულის ფარი“. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.

„წარმატებით გრძელდება ოპერაცია „გაზაფხლის ფარი“, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო თურქ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ“, – აღნიშნა მინისტრმა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, დღეისთვის თურქეთის ძალებმა გაუვნებელყვეს ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, რვა ვერტმფრენი, 103 ტანკი, სამი ანტისარაკეტო სისტემა, ასევე სირიის სამთავრობო ძალების 2 212 სამხედრო.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ ისწრაფვის რუსეთთან კონფრონტაციისკენ.

„ჩვენი ამოცანაა, შევაჩეროთ დანაშაულები, რომლებსაც ბაშარ ასადის რეჟიმი სჩადის, რადიკალური ელემენტების აღმოფხვრა და მიგრაციის აღკვეთა“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი