თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან 76 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან 76 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან 76 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოლუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი ცნობით, პირველი მარტის დილის 10:00 საათის მდგომარეობით, თურქეთი 76 358-მა მიგრანტმა დატოვა.

ამასთან, სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, რომ სტამბოლიდან საბერძნეთის საზღვართან კიდევ ასობით ლტოლვილი ჩავიდა, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრა სურთ. მათ უმრავლესობას სირიელები, ავღანელები და ერაყელები წარმოადგენენ.

ჯერჯერობით არც ათენს და არც სოფიას საბერძნეთიდან და ბულგართის ტერიტორიებზე ლტოლვილების მასობრივი გადასვლა არ დუდასტურებიათ.

ორივე ქვეყანას თურქეთის საზღვართან უსაფრთხოების დამატებითი ძალები აქვს მობილიზებული.