თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი წევრი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი წევრი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი წევრი დააკავეს.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სწორედ დაკავებული ტერორისტი იდგა რუსეთსა და გერმანიაში 2018 წელს განხორციელებული ტერაქტების უკან.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, დაკავებული იუსუდფ ჰუდაა და ის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი წევრია.

მინისტრის თქმით, ტერორისტი ოქტომბერში სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში, თურქეთის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს.

მისივე განცხადებით, ჰუდა დაახლოებით 20 ტერაქტის უკან დგას.