თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების აღრიცხვა დაიწყო

00:15, 27.11.2020

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების აღრიცხვა დაიწყო.

როგორც სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, ბოლო 24 საათში, თურქეთში 22 256 კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანი აღრიცხეს. ამავე პერიოდში გამოვლინდა 6 876 სიმპტომების მქონე კოვიდინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად გამოწვეულ დაავადებას 174 პაციენტი გარდაიცვალა.

ამჟამად თურქეთში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 4 711 კოვიდპაციენტი.

სულ თურქეთში პანდემიის დაწყებდიან დღემდე კორონავირუსი 474 606 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 13 014 პაციენტი

მსგავსი