თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გარკვეული სფეროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია ან პისიარ ტესტის რეგულარულად ჩატარება სავალდებულო უნდა გახდეს
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გარკვეული სფეროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია ან პისიარ ტესტის რეგულარულად ჩატარება სავალდებულო უნდა გახდეს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გარკვეული სფეროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია ან პისიარ ტესტის რეგულარულად ჩატარება სავალდებულო უნდა გახდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ვაქცინა სავალდებულო უნდა გახდეს განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, აუცრელმა ადამიანებმა კი, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ პისიარ კვლევა.

„ვერ ვიტყვით უარს სასწავლო პროცესის დაწყებაზე, ამიტომ აუცილებელია ზომების გატარება, რომ ყველა მასწავლებელი იყოს ვაქცინირებული“, – განაცხადა ფაჰრეტინ კოჯამ.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში სამედიცინო პერსონალის 90 პროცენტი აცრილია. დღეის მონაცემებით, თურქეთში 31 მილიონი ადამიანია აცრილი.