თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ მასწავლებლებისთვის და სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა აცხადებს, რომ განათლების მიღება მნიშვნელოვანია და მთვარობა ახალი ზომების დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ვალდებული იქნებიან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ეს არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა.

თურქეთში სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების პირობებზე მთავრობა მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

თურქეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ქვეყანაში მოსახლეობის 37 პროცენტი სრულად არის აცრილი.