თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთისგან კორონავირუსის სამკურნალო წამლები მიიღეს 
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთისგან კორონავირუსის სამკურნალო წამლები მიიღეს 

თურქეთმა ჩინეთისგან ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამლები მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჩაზე დაყრდნობით, თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

როგორც მონისტრი აცხადებს, წამლები ღამით ჩაიტანეს ანკარაში და 40 ქალაქში გაანაწილეს. მისივე თქმით, მედიკამენტებს იმ პაციენტებს მისცემენ, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულია.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მთავრობა დაეხმარება და მხარს დაუჭერს მეცნიერებს, რომლებიც „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე იმუშავებენ.

თურქეთში ახალი კორონავირუსით 37 ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულია 1500-ზე მეტი.