თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის შსს-ს მიმართა, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების მიზნით „წითელი ცირკულარი“ გასცეს
თურქეთს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, გასცეს წითელი ცირკულარი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთაშორისო დაპატიმრების მიზნით, – ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აკინ გიურლეკმა განაცხადა.
თურქი მინსტრის თქმით, საერთაშორისო წყლებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად მიმავალი „გლობალური ფლოტილის“ აქტივისტებზე თავდასხმის შესახებ სასამართლო პროცესი მტკიცედ გრძელდება.
„ბენიამინ ნეთანიაჰუ და აფეკ მოსკოვიჩი გასამართლებული არიან „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, „გენოციდისთვის“, „თავისუფლების დამამძიმებელ გარემოებებში აღკვეთისთვის“, „განზრახ სხეულის დაზიანებისთვის“, „წამებისთვის“, „ქონების დაზიანებისთვის“, „დამამძიმებელ გარემოებებში ძარცვისთვის“ და „სატრანსპორტო საშუალებების გატაცებისთვის“, რაც დაკავშირებულია მათ ქმედებებთან, რომლებიც ეხება საერთაშორისო წყლებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებულ ჩარევას და აქტივისტების დაკავებას. ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით იმ გაგებას, რომ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია, რომელიც ღაზაში გენოციდის პოლიტიკას ატარებს, ხელშეუხებელია“, – აღნიშნა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა.
გიურლეკმა განაცხადა, რომ ამ კონტექსტში, სტამბოლის მე-11 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლო 35 ბრალდებულის, მათ შორის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და აფეკ მოსკოვიჩის წინააღმდეგ, 2026/108 ნომრით გათვალისწინებული საქმის ფარგლებში სისხლისსამართლებრივ დევნას აწარმოებს.