თურქეთის ისქენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია
თურქეთის ისქენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია

თურქეთის ისქენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია. როგორც მედია წერს, ძლიერი ხანძრის გამო, სტიქიის ზონისკენ, სადაც მიწისძვრა მოხდა, მიმავალი გემები სხვა პორტებისკენ გადაამისამართეს.

ისკენდერუნის პორტი, რომელიც გაზიანთეფიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარეობს, უკვე მეორე დღეა, იწვის. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრების შემდეგ გემებიდან კონტეინერები ჩამოიშალა და ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

პორტში ხანძრის გარდა, რეგიონში დაზიანებულია გზები და აეროპორტები, რაც ქვეყანაში კომპლექსურ ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის.