თურქეთის გირესუნის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
თურქეთის გირესუნის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

თურქეთის გირესუნის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტიქიის მსხვერპლთა შორის ჟანდარმერიის ერთი თანამშრომელია.

ამ დროისთვის, დაკარგულად 11 ადამიანი მიიჩნევა. გირესუნის პროვინციაში მაშველებმა 127 ადამიანი გადაარჩინეს.

თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ 118 სოფელთან მისასვლელი გზები დაკეტილია.

თურქული მედია წერს, რომ წყალდიდობამ სადრენაჟო მილი დაანგრია, რის შემდეგაც ჟანდარმერიის ხუთი თანამშრომელი და ექსკავატორის მძღოლი დაიკარგნენ.

დერელის ოლქში წყალდიდობამ ავტომობილები დატბორა და შენობები დააზიანა.