თურქეთის გენშტაბი - სირიაში 950 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა
თურქეთის გენშტაბი - სირიაში 950 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 950 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიურაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გასული ღამის განმავლობაში, თურქეთის არმიამ მოწინააღმდეგის 12 მებრძოლი მოკლა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქურთულმა სამხედრო ფორმირებებმა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით 94 რაკეტა ისროლეს, აქედან 60 ჰატაის, 34 კი კილისის პროვინციებში ჩავარდა.

თურქეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სარაკეტო იერიშების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 113 კი დაიჭრა.

ცნობილი ხდება, რომ სირიის აფრინის რეგიონში ქურთული ჯგუფების დასახმარებლად ჯარებს სირიის სამხედრო საბჭო გაგზავნის. სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო, რომლის მიზანი სასაზღვრო ზონებში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაა.