თურქეთის გენშტაბი - სირიაში 823 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა
თურქეთის გენშტაბი - სირიაში 823 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 823 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო 24 საათში დაბომბვების შედეგად მოწინააღმდეგის ექვსი სამიზნე ობიექტი განადგურდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა 12 დღის განმავლობაში თურქეთის რეიჰანლის, ჰატაისა და კილისის პროვინციებში 82 რაკეტა ისროლეს, დაბომბვების შედეგად კი ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სარაკეტო იერიშების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი.

სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იბრაჰიმ კალინი წერს, რომ აშშ-ის მოკავშირე ქურთული ჯგუფები თურქეთის კონტრტერორისტული ოპერაციის შესაჩერებლად ფარად მშვიდობიან მოსახლეობს იყებენ.