თურქეთის ფინანსთა მინისტრი – თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა
თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს მიმართა, რომ ისინი არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ნურედინ ნებათმა მიკრობლოგ „თვითერზე“ დაწერა.
„აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის ბიზნესორგანიზაციებისთვის გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ჩვენმა ბიზნეს სამყარომ ყოველთვის უნდა იგრძნოს სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი.
ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოსმა მიმართა თურქეთის ბიზნესასოციაციებს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულ სიაში მყოფ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, სანქციები დაემუქრებათ.
Tarihimizin dönüm noktalarından biri olan #MalazgirtZaferi‘mizin 951. yılı kutlu olsun.
Bu büyük zaferi ve mukaddes toprakları bize emanet eden Sultan Alparslan ve tüm aziz şehitlerimizi rahmet, minnet ve saygıyla yad ediyorum.
1071 ruhu sonsuza dek yaşayacaktır! pic.twitter.com/u0oOJ7o83v
— Dr.Nureddin NEBATİ🇹🇷 (@NureddinNebati) August 26, 2022