თურქეთის ფინანსთა მინისტრად ფინანსთა და ხაზინის მინისტრის მოადგილე ნურედინ ნებათი დაინიშნა
თურქეთის ფინანსთა მინისტრად ფინანსთა და ხაზინის მინისტრის მოადგილე ნურედინ ნებათი დაინიშნა

თურქეთის ფინანსთა მინისტრად ფინანსთა და ხაზინის მინისტრის მოადგილე ნურედინ ნებათი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „დეილი საბა“ ავრცელებს.

მანამდე, ფინანსთა მინისტრი იყო ლუთფი ელვანი. ის თანამდებობას 2020 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის „დაბალი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის“ მხარდამჭერმა, ნურედინ ნებათიმ ახლახან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქულ ლირაზე „მანიპულაციური თავდასხმები“ ხანგრძლივი ზიანის მომტანი არ იქნება.

მინისტრად დანიშვნის შემდეგ ნებათიმ პირველი რეაქცია „ტვიტერზე“ გამოხატა. „ღმერთო ჩემო, გააადვილე, ნუ გაართულებ. მოგვეცი სიმართლე ჩვენს საქმეში, გვაქციე წარმატებულად. უფალო, მომეცი უნარი, შევასრულო ფინანსთა და ხაზინის მინისტრის მოვალეობა, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი ჩემს ღირსად თვლის და ვიყო ამ ნდობის ღირსი, რომელიც მან ჩვენდამი გამოიჩინა“, – წერს ნებათი „ტვიტერზე“.

აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირა ნოემბერში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა.