თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში, პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში, პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის შს მინისტრი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ აკისრებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

სულეიმან სოილუს განცხადებით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა. მისივე ცნობით, მათ თავდაპირველად პოლიციის ოფიცერს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი, ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.