თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, ვაშინგტონი ანკარას დაჰპირდა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში თურქეთთან მიმართებით გამონაკლისს დაუშვებენ
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, ვაშინგტონი ანკარას დაჰპირდა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში თურქეთთან მიმართებით გამონაკლისს დაუშვებენ

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, ვაშინგტონი ანკარას დაჰპირდა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში თურქეთთან მიმართებით გამონაკლისს დაუშვებენ. ინფორმაციას ამის თურქული მედია ავრცელებს.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორის არის, რომელთა შემთხვევაშიც გამონაკლისი იქნება დაშვებული, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ოფიციალური ანკარა აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას.

აშშ-მა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა. სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შევა და ირანის ზღვაოსნობას, ასევე ფინანსურ და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხება.

რვა სახელმწიფოს გარდა, სანქციები სავარაუდოდ შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანული ნავთობის შესყიდვასა და სასანქციო სიაში შესულ იურიდიულ პირებთან საქმიანობას არ შეწყვეტენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 12 მოთხოვნა დაასახელა, რომელიც ირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.