თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი – ჩვენთან ევროპელი კოლეგები მოდიან და ამბობენ, რომ თურქეთის გავლით რუსულისგან განსხვავებული გაზის მიღება სურთ
ევროპელი კოლეგები ჩვენთან მოდიან და ამბობენ, რომ თურქეთის გავლით რუსულისგან განსხვავებული გაზის მიღება სურთ, – ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა.
თურქი მინისტრის განცხადებით, ევროპა აინტერესებს, შეუძლია თუ არა ანკარას თურქული გაზის ექსპორტი საქარიას გაზის საბადოდან.
ბაირაქტარმა ასევე ისაუბრა თურქემენეთიდან გაზის მიღების რეალიზაციაზეც.
„თურქმენული გაზი ჩვენი ოცნება იყო 30 წელი. 30 წლის წინ ჩვენ რეალურად დავდეთ შეთანხმებები თურქმენეთიდან 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიღების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა. გასულ წელს, თურქმენული გაზი, ანუ კასპიის ზღვის ამ მხარეს წარმოებული ბუნებრივი აირი, ირანის გავლით, გურბულაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, გაცვლის შეთანხმებით მივიღეთ. დაახლოებით 450-500 მილიონი კუბური მეტრი გაზი“, – აღნიშნა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
ბაირაქტარმა ასევე განაცხადა, რომ მიზანია, 2028 წლისთვის 16 მილიონი ოჯახისთვის ეროვნული გაზით უზრუნველყოფა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არა მხოლოდ საკუთარ საჭიროებებს აკმაყოფილებს, არამედ ევროპის ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების მთავარi მოთამაშე ხდება.