თურქეთის ელჩი - მივესალმებით ყველა მხარის ყველა გადაწყვეტილებას, რაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ემსახურება
თურქეთის ელჩი - მივესალმებით ყველა მხარის ყველა გადაწყვეტილებას, რაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ემსახურება

მივესალმებით ყველა მხარის ყველა გადაწყვეტილებას, რაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასა და მათ უარზე მიშელის დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

„როგორც წესი, მე შიდა პოლიტიკაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და დემოკრატიულ სტაბილურობას საქართველოში. ასევე, მივესალმებით ყველა მხარის ყველა გადაწყვეტილებას, რაც ამ მიზანს ემსახურება“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა.