თურქეთის ელჩი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ელჩი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.